ალუკობონდი ამობერილი ასოებით
კედელზე დასამაგრებელი მანათობელი რკინის კონსტრუქცია სისქით 8-15სმ ზედ გადაკრული დაფრეზილი ალუკობონდის ფირფიტით ამოჭრებით, რომლებშიც გამოყოფილი არის ორგმინისგან ამობერილი მანათობელი ობიექტები. ხშირად გამოიყენება ქსელური რეკლამის წარმოებისას, რადგან ერთი და იგივე ყალიბი გამოიყენება ბევრჯერ.
მახასიათებლები
ფონის ფორმა - ნებისმიერი. ამობერილი ელემენტების ფორმა - ნებისმიერი
ყალიბის მასალა - მდფ, ფონის მასალა - ალუკობონდი, ამობერილი ასოები - ორგმინა ან პეტი
განათების სისტემა - დიოდის მოდულები, ტრანსფორმატორი.
შეზღუდვა
შეზღუდვა არ არის
გამოყენების სფეროები
- გარე და შიდა მანათობელი რეკლამა
- საპრეზენტაციო და საგამოფენო სტენდების ნაწილი
- დეკორაციები და განათების სისტემები
- ქსელური ობიექტები (აგს-ები, აფთიაქები, მაღაზიები)