არამანათობელი ასოები

ეს არის აბრის ყველაზე სწრაფი, მარტივი და ბიუჯეტური ვარიანტი. პვხ (პოლივინილქლორიდი) არის სხვადასხვა სისქის და ფერის. შეკვეთის დროს გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდია აბრა, მით უფრო დიდი ალბათობაა რომ დროთა განმავლობაში აბრამ განიცადოს დეფორმაცია. მაგალითად 3მმ-იანი სისქე საკმარისია კედელზე დასამაგრერბლად ზომაში 50*50სმ, მაგრამ უფრო დიდი ზომის აბრა სასურველია რომ დამზადდეს 5მმ-იანი სისქის პვხ-სგან. და თუ აბრა იკიდება ჯაჭვებზე ან ძუაზე - 3მმ-იანი სასურველია თავიდანვე გამოირიცხოს და დამზადდეს 5მმ-იანი პლასტიკატისგან.